ფოთში ლეიბორისტული პარტიის წევრებმა მოსახლეობასთნ შეხვედრა გამართეს 14 09 21
დღეს ,,ლეიბორისტული პარტია’’-ის, ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ,მამუკა ხორავა პარტიის წევრებთან ერთად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას მათ ყურადღება ქალაქში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქრურასა და საკანალიზაციო სისტემებზე, ასევე მიუსაფარი ძაღლების პრობლემებზე გაამახვილეს და აღნიშნეს რომ მათი დროული მოგვარებაა საჭირო.
პარტიის წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ მხარი ,,ლეიბორისტულ პარტია’’-ს, ან ნებისმიერ ოპოზოციურ პარტიას დაუჭირონ და არა ,,ქართული ოცნება’’-ს ,რადგან ცვლილებები აუცილებელია.
შეგახსენებთ,რომ 2021 წლის, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ,,ლეიბორისტული პარტია’’ საარჩევნო ნომრით ,,10’’ იყრის კენჭს.