თბილისში ჭიდაობის შესარჩევ ტურნირზე ფოთელმა მოჭიდავემ სამივე შეხვედრა მოიგო 14 09 21
11 და 12 სექტემბერს, თბილისში,შესარჩევი ტურნირი ჭიდაობა ,,სამბო’’-ში ჩატარდა, რომელშიც ორი ფოთელი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ფოთელმა ბექა სანაიამ ,სამივე შეხვედრა მოიგო და ამით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 16 ოქტომბერს საბერძნეთში ჩატარდება.
„15 სექტემბერს ერევანში ტარდება საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა სამბოში, სადაც მიწვეულნი არიან ფოთელი მოჭიდავეები, გივი ნადარიშვილი და ელიზბარ თურქია“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში, საქართველოს დამსახურბულმა მწვრთნელმა, კონსტანტინე ხუბუტიამ.