სიახლე 

მეუფე გრიგოლის შეფასება გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე 20 09 21

ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე – ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სუს-დან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. მეუფე გრიგოლი საბჭოთა პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც ყველას უსმენდნენ, თუმცა “ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა”. “ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება”, – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.  შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულზე

მსგავსი სტატიები