სიახლე 

სოციალურად დაუცველი ზურაბ გვასალია დახმარებას თხოვს 20 09 21

ფოთში, პალიასტომის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ზურაბ გვასალია ადგილობრივ თვითმმართველობას  დახმარებას თხოვს.

როგორც ის აცხადებს, საცხოვრებელ სახლში არსებულ მძიმე პირობებს, უამინდობა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის, წვიმისას სახურავიდან წყალი ატანს, კედლები ჩამონგრევის პირასაა,ფანჯრებს არ აქვს მინები, ხოლო იატაკი  ავარიულ მდგომარეობაშია.

გვასალია, სამშენებლო მასალებს  ან  შესაბამის ფულად დახმარებას ითხოვს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ ფოთის მერიას მივმართეთ ,როორც იქ აცხადებენ, მოქალაქეს ადრე გაეწია დახმარება სამშენებლო მასალებით და  აღნიშნული საკითხის  შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები