სიახლე 

სუს-ის ფარულ ჩანაწერებს კახა კუჭავა გამოეხმაურა 21 09 21

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

ამასთან, როგორც კუჭავამ აღნიშნა, შესაძლოა, ამ საკითხზე საჭირო იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნაც.ცნობისთვის, “ლელოს” ინიციატივაა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდეს, სადაც სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს დაიბარებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პარტია ლელოს ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია ჩხარტიშვილს ვესაუბრეთ. როგორც ის აღნიშნავს რიგგარეშე სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ლილუაშვილმა კითხვებს უნდა უპასუხოს. აღნიშნულ ქმედებას კი ქართული ოცნების მიერ წითელი ხაზის გადაკვეთას უწოდებს. შეგახსენებთ რომ ანონიმურმა პირმა,რომელიც აცხადებს,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, საიდუმლო მასალები გაავრცელა,რომლებიც სასულიერო პირებზე სავარაუდოდ განხორციელებული თვალთვალის ინფორმაციას შეიცავს.

მსგავსი სტატიები