სტუდია ვაშინგტონი 24 09 21

საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად ვაქცინირებულია. პანდემია და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები – თემაზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 71-ე სესია გაიმართა. რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს – ვაქცინებს” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბრიდან გერმანიაში არავაქცინირებულ კარანტინში მყოფ დასაქმებულ პირებს ხელფასს აღარ გადაუხდიან. ისრაელში კი აუცრელ მასწავლებლებს სკოლებში აღარ შეუშვებენ. საქართველოში კორონავირუსითბინფიცირების 603 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 572 353 გამოჯანმრთელდა, 8 749 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. სულ აცრილია – 1 715 073 ადამიანი, დღიურად აცრილია 12 778. ფოთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები