ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება 01 10 21
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი ადასტურებს.სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფება. აღსანიშნავია რომ შ.ს.ს. განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთ ვიდეო გამოაქვყნა, რომელშიც ის ბათუმის ქუჩებში გადაადგილდება. როგორც ჩანს, ამ დროს საქართველოში ღამის საათებია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაა. მან მესამე პრეზიდენტს “კლოუნი” უწოდა და თქვა, რომ მისი ვიდეო არც ბათუმში და არც საქართველოში ჩაწერილი არ არის. ,, ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის ოპოზოციური სპარტიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. მათი ნაწილი ადასტურებს რომ ის ნამდვილად საქართველოში იმყოფება, თუმცა აღნიშნულ ქმედებას პარტია ,,ლელო”ს ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კლოუნადას უწოდებს და ამბობს რომ აღნიშნულიქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ხდება და ამომრჩეველი რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკაში მოსვლა არ სურს ხმას ისევ ქართულ ოცნებას მისცემს. შეგახსენებთ,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა,რომელშიც ის საქართველოში იმყოფება.