სიახლე 

როგორ აფასებენ ფოთელები ლარის გაუფასურებას?

როგორ აფასებენ  ფოთელები  ლარის  გაუფასურებას?  გამოკითხულთა  ნაწილი  მთავრობის   ეკონომიკური პოლიტიკით  უკმაყოფილოა;  მათი შეფასებით, ეროვნული ვალუტის  გაუფასურება  პირველ რიგში  მოქალაქეთა  ჯიბეს   ურტყამს და  ქვეყანაში არსებულ  მძიმე  სოციალურ ფონს  კიდევ  უფრო   ამძიმებს.  მოსახლეობა  შექმნილი სიტუაციიდან  გამოსავალს  მთავრობისგან  მოელის  და   მთელ  პასუხისმგებლობასაც   მმართველ გუნდს აკისრებს.     ცნობისათვის,  საქართველოს ეროვნული  ბანკის მიერ  25  თებერვლს დადგენილი  კურსის თანახმად, 1 დოლარი   2.26 ლარი ღირს.  ლარი დაახლოებით  7 პუნქტით დაეცა   ევროს მიმართაც   და   2.55 ნიშნულზე დაფიქსირდა.  

მსგავსი სტატიები