სიახლე 

ფოთის 8 ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა 04 10 21

ფოთის რვა საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას თქმით, დღეს აღსაზრდელთა 40% გამოცხადდა. რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს, პედაგოგთა და აღსაზრდელთა გეგმიური ტესტირება ყოველ 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება ,ხოლო იმ ბაღებში სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული პროცესი ხვალ განახლდება. შეგახსენებთ,რომ სულ ფოთში 15 საბავშვო ბაღია მათგან 8 -ში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

მსგავსი სტატიები