სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 06 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1516 პაციენტი.

ვაქცინაციის ტემპი გასულ კვირასთან შედარებით კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა, მედიკოსები კი კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას აცრაზე, როგორც ეპიდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღზე.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორისთვის, იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი საგანგაშოა. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არის ვაქცინაციის დაბალი ნიშნული ხანდაზმული მოქალაქეების შემთხვევაში იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევები მაღალია. 

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 075-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 836 443 აცრა გაკეთდა.

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსი კონტროლს ჯერ კიდევ არ ექვემდებარება და ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ პანდემია თითქმის დასრულებულია.

„სიტუაცია ჯერ კიდევ წარმოუდგენლად დინამიურია. ის დინამიურია, რადგან ჩვენ ამ ვირუსზე კონტროლი არ გვაქვს. ჩვენ ამ პანდემიის ეპიცენტრში ვართ, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ამჟამად გვაქვს, რათა დასასრულს მივუახლოვდეთ“, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.

ესპანეთის მარეგულირებელმა 70 წელს ზემოთ პირებში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.

როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამაძლიერებელი დოზის მიღება იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომელთა სრულად ვაქცინაციიდან ექვსი თვეა გასული.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთის მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270 შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული 24საათის განმავლობაში ფოთში კოვიდ-19ის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ფოთის ევექსის კლინიკაში 21კოვიდ პაციენტია ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 20

მსგავსი სტატიები