სიახლე 

ასოციაცია ,,დიოსკურია”მ სასწავლო პროცესი განაახლა 06 10 21

,,ასოციაცია დიოსკურია”-ს საქმიანობა მიზნად , მთელი რეგიონის მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ჩატარებით, თემისათვის სამუშაოდ საჭირო უნარჩვევების მიცემით, ქალთა და ახალგაზრდათა გაძლიერებით მიიღწევა. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, დევნილ ქალბატონებს საშუალება აქვთ შეიძინონ ახალი უნარები, დაეუფლონ სხვადასხვა ხელსაქმეს და კომპიუტერულ პროგრამებს. აღსანიშნავია რომ, ,,ასოციაცია დიოსკურია”” ფოთში 20 წელია ფუნქციონირებს,თუმცა საგანმანათლებლო კუთხით ის 5 წელია არსებობს. სწავლა დიოსკურიაში რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები