სიახლე 

ლარის გაუფასიურების გამო შეიძლება პროდუქტებზე ფასები ისევ გაიზარდოს 06 10 21

არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაციის ახალ ნიშნულს მიაღწია. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარი და 15 თეთრია. მოსალოდნელია თუ არა პროდუქტებზე ფასების ზრდა პანდემიის პერიოდში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ.მისი განცხადებით პროდუქტებზე ფასები შესაძლოა ისევ გაიზარდოს. ლარის გაუფასურების მიზეზად კი ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და კოვიდ პანდემიის რეალობას ასახელებს.ჭარაიას განცხადებით ერთადერთი, რასაც შეიძლება ლარზე ჰქონოდა პირდაპირი გავლენა, ეს პოლიტიკური არასტაბილურობის უფრო გაღვივებაა, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან. როგორც კი ეს პროცესი დალაგდება, აუცილებლად ამ კუთხიდან ლარზე შეტევა ნამდვილად არ იქნება,”- აცხადებს ვახტანგ ჭარაია. შეგახსენებთ რომ ლარის გაუფასიურების გამო შეიძლება პროდუქტებზე ფასები ისევ გაიზარდოს.

მსგავსი სტატიები