ფოთის ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 06 10 21
ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, -მშვიდობისა და განვითარების აკადემიასა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა ჩატარდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპოსტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ზურაბ ტიბუას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ კვლევის შედეგებისა და უკვე არსებული მონაცემების გათვალისწინებით მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები შემუშავდა, რომლებიც ხელს ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს.