სიახლე 

ფოთში რამდენიმე სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 10 11 21

ფოთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, რამდემე კერძო და საჯარო სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა,ზოგიერთი მათგანში ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს,უმეტესში- კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.

  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ,როგორც მან აღნიშნა რეგულაციები ფოთის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით დაწესდა.

ცნობილია,რომ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის  № მე-5-ე საჯარო და წმ.ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუა₾ო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ამასთან  მე-15-ე საჯარო სკოლაში,სწავლა გაგრძელდება დისტანციურად,გარდა პირველი კლასისა, ხოლო დანარჩენ სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდა დასწრებით ფორმატში სწავლება.

მსგავსი სტატიები