სიახლე 

ფოთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა 11 10 21

ფოთის №70-ე  საოლქო  საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა.

 სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  53 საჩივარი შევიდა ,მათ ნაწილს  პასუხი,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წერილობით გასცა.

აღსანიშნავია რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილების საფუძველზე, შემთხვევითობის პრინციპით ,ხელახალი ხმების გადათვლა 5  საარჩევნო უბანზე გახორციელდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ,მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა  ,ძირითადი საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.

შეგახსენებთ რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მე-2-ე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება.

ფოთში, ქალაქის მერობისთვის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’-ს კანდიდატი  ბექა ვაჭარაძე და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ისა და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა იბრძოლებენ

მსგავსი სტატიები