ფოთში,აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ 12 10 21
ფოთში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმა გუშინ აქცია გამართეს.
მათი განცხადებით ბინები რომელსაც ,,განახლებული რეგიონი’’- ს პროექტის ფარგლებში გარეფასადის რეაბილიტაცია უტარდება ,საცხოვრებლად უვარგისია, რადგან ყოველი წვიმის შემდეგ სახლშიც ისე წვიმს ,როგორც გარეთ, დაზიანებულია ჭერი,იატაკი,კედლები და ავეჯი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,ფოთის მერია აღნიშნულ პრობლემას უკვე წლებია კარგად იცნობს,რადგან მათ თვითმმართველ ორგანოებს 2013 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ფორმით არაერთხელ მიმართეს- თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურება და ბინის შიდა პრობლემების მოგვარებაა. ,,არაერთხელ იყო მერიიდან მოსული წარმომადგენელი შეგვპირდა ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ტკბილი ტყუილით გვატყუებდნენ და დღემდე ესე ვართ მოტყუებულები’’ – აცხადებს დაზარალებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მერიას დავუკავშირდით,როგორც იქ განგვიმარტეს – პრობლემას შესაბამისი კომისია შეისწავლის და მისი აღმოფხვრა მოხდება.
ადგილობრივების განცხადებით აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი, კომპანიას, გარე ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.