ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება 13 10 21
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას წერილობით გამოეხმაურა, როგორც ის აცხადებს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის,რომ ქვეყნის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლიოს დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. ,, წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!” – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.ამასთან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება,როგორც მეუფე აცხადებს : სააკაშვილს სამშობლოში თავისუფლად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეს. ,,საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა „გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?!მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას’’ აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი,,მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში არის სახლი, სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს; მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა „უკანონოდ“ გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრული; შემდეგ იყო მთაწმიდის სავანე, დატირება.საკითხავია ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!’’- ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში