სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 837 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 837-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 889 200 აცრა გაკეთდა.შემთხვევების მატების მიზეზის დასადგენად ახალი შტამების არსებობის კვლევა მიმდინარეობს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„შემთხვევების მატების ასეთი ნახტომისა და სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა, რომ გამოვრიცხოთ, გვაქვს თუ არა ახალ შტამთან საქმე. ამიტომ მიმდინარეობს მოკვლევა. ჯერჯერობით ახალი შტამი არ ფიქსირდება და ყველა დაფიქსირებული შემთხვევა დელტა შტამია“,- განმარტა ამირან გამყრელიძემ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის პროგნოზით, ქვეყანას მძიმე შემოდგომა-ზამთარი ელოდება. მისი განმართებით, ადამიანი თუ კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია.”შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, თუ გაციების კვალდაკვალ დავაფიქსირებთ რესპირატორული ვირუსების მატებას, მათ შორის, გრიპი არის ყველაზე საშიში, მაშინ ჩვენ ყველაზე მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის.აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 46 პაციენტი იმყოფება ,ხოლო ფოთის ევექსის კოვიდ კლინიკაში 22 პაციენტი.

მსგავსი სტატიები