სიახლე 

საქართველოში პურის ფასი 20 თეთრით გაიზარდა 13 10 21

საქართველოში პურის ფასი 20 თეთრით გაიზარდა,ჩვენ დავინტერესდით რა მიზეზები ახდენს გავლენას პურის ფასის გაძვირებაზე და რა შეიძლება იყოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ, მისი თქმით მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდაა. აღსანიშნავია რომ პურის გაძვირებაზე, პურის მცხობელთა ასოციაციაში ,ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ, როგორც მაშინ ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს. ამ წელს საქართველოდან ექსპორტზე ხორბალი საერთოდ არ გასულა, მეორე მხრივ კი ქვეყანაში 491 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს.2020 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ოდენობა თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ წარმოებას.

მსგავსი სტატიები