სიახლე 

ფოთელ მოსწავლეებს ტრენინგი თემაზე ,fake news’’ ჩაუტარდათ 15 10 21

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ლაბორატორია” საქართველოსა და მსოფლიოში ,,fake news’’-ის პროპაგანდისა და არსებული გამოწვევის საპასუხოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგებს ატარებს.

აღნიშნული სწავლება, ფოთის, თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრეატიული აზროვნების დონის ამაღლება და მათი დაფიქრება იმაზე რომ ყველაფერი რაც სოციალურ მედიაში ვრცელდება სიმართლე არ არის – ამასთან მთავარი იდეაა:  მოსწავლეებმა შეძლონ გაარჩიონ ნამდვილი ამბავი, გამოგონილისგან.

აღსანიშნავია,რომ  პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

მსგავსი სტატიები