სიახლე 

ფოთის პირველ საჯარო სკოლაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 15 10 21

„2020-2021 სასწავლო წელი-პანდემია, გამოწვევები და სასკოლო პროექტები“-ასე ეწოდება წიგნს, რომლის პრეზენტაცია, პირველი საჯარო სკოლის  იდეათეკაში გაიმართა. კრებულში 2020-2021 წელს გახორციელებული სასკოლო პროექტებია წარმოდგენილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ, ფოთის  თეოფანე დავითაიას სახელობის, №1 საჯარო სკოლის დირექტორს ნონა ჟვანიას ვესაუბრეთ, მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ეს წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო სასკოლო კულტურის განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია,რომ  წიგნის გამოცემა ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მასში სკოლის მიერ   გახორციელებული სხვადასხვა სახის პროექტები შევა.  

მსგავსი სტატიები