სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 10 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 15-16 ოქტომბერს საქართველოში   თბილი და უმეტესად  უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. 1

8 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

16 ოქტომბერს, ფოთში, დღისით ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი უმეტესად უნალექოდ. ღამით შესაძლებელია ნისლი ჰაერის ტემპერატურა. დღისით +20, +22 გრადუსი,ხოლო  ღამით +16, +18 გრადუსი იქნება.

17 ოქტომბერს დღისით +18, +20 გრადუსი იქნება, ღამით +17, +19 დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა,ხოლო მოღამით ხანმოკლე წვიმა  ელჭექითაა მოსალოდნელი.

მსგავსი სტატიები