ფოთში „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 15 10 21
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში ურბანული განახლების არეალებიდან, ფოთში აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი შეირჩა.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები,აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბინების, გარე ფასადზე მიმდინარეობს. პროექტი , როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 6 კორპუსის, აღმაშენებლის ხიდის და მე-15-ე საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდება, ხოლო მეორე ეტაპზე,ფოთის თეატრის გარე ფასადის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.
შეგახსენებთ,რომ აღნიშნული პროექტი 4-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.