სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში,ანსამბლ ,,დიდგორის“ კონცერტი გაიმართა 18 10 21

საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ფოთში,  ანსამბლ ,,დიდგორის“ კონცერტი გაიმართა. კოვიდპანდემიის გამო,ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფოლკლორული ანსამბლი ადგილობრივი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით წარსდგა,რამაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია,რომ კულტურული ღონისძიება,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,კოვიდრეგულავიების სრული დაცვით ჩატარდა

მსგავსი სტატიები