სიახლე 

ფოთში,ვაინარ სუხიშვილის სახელობის, საკალათბურთო ტურნირი გაიმართა 18 10 21

16 და 17 ოქტომბერს, ფოთის  საკალათბურთო დარბაზში,  ვაინარ სუხიშვილის სახელობის, კალათბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც  ფოთის ,,ირაო’’ს, აჭარის ,,16 წლამდელთა’’, ქუთაისის ,,ქუთაისი’’-ს და ოზურგეთის ,,გურია’’-ს , ჭაბუკ კალათბურთელთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

მე-3 ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს ფოთის ,,ირაო’’ და ოზურგეთის ,,გურია’’დაუპირისპირდნენ, სადაც  ფოთელმა კალათბურთელებმა ანგარიშით 76:67 გაიმარჯვეს.

ფინალში ერთმანეთს აჭარის ,,16-წლამდელთა’’ ნაკრები და ქუთაისის ,,ქუთაისი’ შეხვდნენ. აჭარელმა კალათბურთელებმა ანგარიში 69:56  დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. ჩემპიონატის  საუკეთესო კალათბურთელი, აჭარის კალათბურთელთა ნაკრების წევრი, ლუკა ჯინჭარაძე გახდა, რომელსაც როლანდ გარუჩავას სახელობის თასი გადაეცა.

აღსანიშნავია,რომ გამარჯვებული გუნდები, თასებით მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები