სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 18 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან“,

მარათონის მიზანი   ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა. მარათონს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან.

კამპანია, თვის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 50-მდე სოფელში განხორციელდება. 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება, სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს და, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე აიცრას.

კორონავირუსის მე-5 ტალღის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება – შესაბამისად მომატებულია მიმართვიანობა კოვიდკლინიკებში.ექიმების თქმით, საწოლფონდი პაციენტების მისაღებად მზად არის, თუმცა მე-5 ტალღის მაღალი ნიშნულიდან დაწყება ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში ათასობით ახალი შემთხვევა გამოვლინდება და კოვიდ კლინიკებს პაციენტების მიღება გაუჭირდებათ.

ეპიდემიოლოგებს ვირუსის დამარცხების მთავარ გზად ვაქცინაცია მიაჩნიათ.სპეციალისტები ამბობენ, რომ მომდევნო კვირაში შესაძლოა იმდენად გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა, დღის წესრიგში საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა დადგეს.

ამ ფონზე, ვაქცინაციის დაბალ ნიშნულზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, მიზანი, რომელიც მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციას გულისხმობს, 8 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.”ინფიცირების მატების შეკავების ერთადერთი ბერკეტი, ეს არის ვაქცინაცია. ამ ბერკეტს ჩვენ არ ვიყენებთ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები სამწუხაროდ, არ იცვლება ისე როგორც საჭიროა. ეს ეხება ნიღაბს, დისტანცირებას, აქედან გამომდინარე, რისკი მომავალი პერიოდის პროგნოზის თვალსაზრისით, ეს პროგნოზი სამწუხაროდ, ნეგატიურია, მართლაც არსებობს.ჩვენ, იმისათვის, რომ 60%-იანი ზღურბლი გადავლახოთ, კიდევ 800 ათასი ადამიანის ვაქცინაცია გვჭირდება. თუ ამ ტემპს შევხედავთ, რაც ბოლო დღეებში გვაქვს, ჩვენ 800 ათას ვაქცინას გავაკეთებთ 5-6-8 თვის განმავლობაში,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს. სპეციალისტების თქმით, მხოლოდ აცრას შეუძლია ეპიდემიის შეჩერება. განსაკუთრებით მნიშნველოვანია წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის ვაქცინაცია, მათ შორის მასწავლებლების. 2021 წლის მაისის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა ათეულობით შეხვედრა მასწავლებლებთან, და შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

დაწესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი რეგულაციები – საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. მეხუთე ტალღის დაწყება ოფიციალურად გამოცხადებულია. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე კვირას ახალი ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი ისევ 5 ათასამდე იქნება, ეპიდემიოლოგები დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთი – 220,შემთხვევა გამოვლინდა.

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 27 ახალი შემთვევა დაფიქსირდა. ფოთის ევექსის კოვიდ კლინიკაში იმყოფება 40 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 48 კოვიდპაციენტია.

მსგავსი სტატიები