სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 18 10 21

 გარემო ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ფოთში,18 ოქტომბერს, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15 ° +17 ° ; ღამით: +13 ° +15 °, მოსალოდნელია წვიმა,დროგამოშვებით ძლიერი.

19 ოქტომბერს,ძირითადად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15 ° +17 ° ; ღამით: +12 ° +14 °.

20 ოქტომბერს,ძირითადად მოღრუბლული,თუმცა უნალექო ამინდი გველოდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15 ° +17 ° ; ღამით: +9 ° +11 ° იქნება.

მსგავსი სტატიები