სიახლე 

ევროპელი პოლტიკოსები საქართველოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ 19 10 21

ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლტიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ღია წერილს ავრცელებენ, რომლის მთავარი ადრესატები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი არიან. როგორც წერილშია ნათქვამი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება საქართველოში არ წყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაცია, რაც გამოწვეულია თავისუფლი სიტყვის კონტროლის მცდელობებით. ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებით ,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებული განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. აღსანიშნავია რომ წერილს 72 ადამიანი, აწერს ხელს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ. რომელიც გავრცელებულ წერილს დადებითად აფასებს, და ამბობს რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო30 ოქტომბერს,ქართული ოცნება სამუდამოდ დასრულდება. შეგახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს,საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე დამნაშავედ ცნეს და სასჯელის ზომად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.

მსგავსი სტატიები