სიახლე 

198 დევნილ პირს, საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა 19 10 21

საქართველოს მთავრობამ, დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფიელების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ, როგორც მან აღნიშნა დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა ქვეყანის მთავარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია რომ პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს და 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.

მსგავსი სტატიები