ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად იკლო 19 10 21
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება, მეხუთე ტალღა ოფიციალურად დაწყებულია, ამასთან კოვიდვაქცინაციის ტემპმა იკლო,მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების თქმით ამ ფონის გათვალისწინებით მძიმე ზამთარი გველოდება და გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. აღსანიშნავია,რომ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და წახალისების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მარათონი დაიწყო,რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პირადად მონაწილეობდნენ, მარათონის მიზანი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვაა.150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6203-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 920 934 აცრა გაკეთდა. ჩვენ დავინტერესდით რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი ფოთში და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსს, ნინო ხურციას ვესაუბრეთ,მისი თქმით წინა თვეებთან შედარებით ვაქცინაციის მიმართ მიმართვიანობა მკვეთრად დაეცა, როგორც სრულიად საქართველოში,ასევე ფოთშიც. აღსანიშნავია,რომ ქვეყანაში ყოველდღიურად 5000-ზე მეტი ადამინი ინფიცირდება ,რაც თავისთავად მეხუთე ტალღის დასაწყისს გულისხმობს,შესაბამისად მედიკოსები საველე ჰოსპიტლების გახსნაზე ალაპარაკდნენ- ამ ყველაფრის თავიდან აცილების გზად,კი მხოლოდ გაზრდილი ვაქცინაციის ტემპი ესახებათ,ცნობილია, იმისათვის რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს, მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.