ოპოზიცია ფოთში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს 20 10 21
ოპოზიცია ფოთში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” პირველ ტურში დამარცხდა და ახლა სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო, 6 საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიამ თავმჯდომარეები და კომისიის წევრები პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვა. თარხნიშვილის თქმით, ეს სწორედ ის უბნებია სადაც ოპოზიციას კარგი შედეგები ჰქონდა. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს.შეგახსნებთ,რომ 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტური იმართება,ფოთის მერობისთვის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იბრძოლებენ