სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 10 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო პერიოდში მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მიმართა, ნუ დაუჯერებენ ყალბ ინფორმაციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. “ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ყველანი აცრილები ვართ და რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. მეცნიერებას და ფაქტებს დავუჯეროთ, ნუ დავუჯერებთ ყალბ, ცრუ ინფორმაციას’’ განაცხადა პრემიერმა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ქვეყანა მეხუთე ტალღის საწყისს ეტაპზეა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ კიდევ არაერთი ტალღის რთულად გადავლა მოგვიწევს, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინას არ გაიკეთებსამ დროისთვის არსებულ რთულ ეპიდვითარებას, სპეციალისტები სწორედ იმუნიზაციის დაბალ მაჩვენებელსა და არსებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას უკავშირებენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ პანდემიის დასრულებამდე, სიტუაციას COVID-19-ის ახალი შტამების გამოვლენა მეტად არ დაამძიმებს.პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლებიც ზრდა, განსაკუთრებით საგანგაშოა ამ პერიოდში, როდესაც ისედაც რესპირატორული ვირუსები მძვინვარებს ქვეყანაში.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი კი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანას ძალიან ბევრი ინფიცირების ტალღის გადატანა მოუწევს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთში 299, შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 39 პაციენტი,ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 43

მსგავსი სტატიები