სიახლე 

ფონდი ,,ბილივი“ შშმ პირთა მშობლებს,ჯგუფში გასაწევრიანებლად იწვევს 22 10 21

ფონდი ,,ბილივი“ აგრძელებს მშობელთა კლუბის გაძლიერებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს ჯგუფში გასაწევრიანებლად იწვევს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფონდი ,,ბილივის“ პროგრამების კოორდინატორს ნატა დგებუაძეს ვესაუბრეთ, მისი განცხადებით, აღნიშნული კლუბი უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მასში 15 -მდე შშმ პირთა მშობელია გაწევრიანებული. აღსანიშნავია,რომ ჯგუფი , ფონდში გახორციელებული ევროკავშირის ქვე გრანტის პროექტ ,,მშობელთა ხმის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მისი მიზანია გააერთიანოს შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებული აქტიური ადამიანები და გააძლიეროს ისინი.ცნობილია,რომ ჯგუფის წევრობის მსურველებს შეუძლიათ. 2 ნოემბრამდე შეავსონ ბილივის ფეისბუქზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა. აღსანიშნავია რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა ფონდ ,,ბილივი“-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მსგავსი სტატიები