სიახლე 

ფოთში, ,, დავით ტატიშვილის სამედიცნო ცენტრი’’ ინოვაციებს ახორციელებს 25 10 21

ფოთში, ,, დავით ტატიშვილის სამედიცნო ცენტრი’’ ინოვაციებს ახორციელებს, კერძოდ პაციენტსადა ექიმს შორის,პირველი ონლაინ-კონსულტაცია გაიმართათბილისიდან მოწვეულმა ენდოკრინოლოგმა,ბერლინში მცხოვრებ ემიგრანტს ონლაინ კონსულტაცია გაუწია.როგორც კლინიკაში აცხადებენ, ონლაინ-სერვისები ხშირი ხასიათის იქნება და ეს გაზრდის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ხელმისაწვდომობას გაზრდის, რადგან როგორც ცნობილია, ემიგრანტებისთვის სამედიცინო პუნქტში სერვისის მიღება არც თუ ისე მარტივია,როგორც მატერიალური ისე ფიზიკური თვალსაზრისით. აღსანიშნავია,რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და უცხოელებსაც კი, ფოთიდან, ონლაინ სივრცის მეშვეობით,შეუძლიათ კვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების მომსახურეობის მიღება, როგორც ,,დავით ტატიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში’’ აცხადებენ, – აღნიშნული სერვისი,მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

მსგავსი სტატიები