სიახლე 

ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე,მთავარ არხსა და ნიკა გვარამიას უჩივის 25 10 21

ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ, ,,ქართული ოცნების’’ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ მთავარი არხისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა დეზინფორმაციის გამო, რომელიც მისი ღირსების შემლახავ ინფორმაციას შეიცავდა. ნიკა გვარამიას საავტორო გადაცემაში ,, მთავარ აქცენტებში’’ გაჟღერდა ინფორმაცია ვაჭარაძის შესაძლო სუს-ის აგენტობის შესახებ,რასაც ფოთის მერობის კანდიდატი ცრუ ბრალდებებს უსწოდებს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად , ამავე გადაცემაში აღნიშნული ინფორმაციის უარყოფას და კონპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს,რომელიც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. შეგახსენებთ,რომ,, მთავარი არხზე’’ ნიკა გვარამიამ, – აგენტობა,მოსყიდვა, იძულება და მსგავსი სახის იმფორმაციები სხვა სამთავრობო კანდიდატების გარშემოც გააჟღერა, ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე კი ერთ-ერთი პირველია,რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის დაწყება გადაწყვიტა.

მსგავსი სტატიები