სიახლე 

ფოთში, საარჩრვნოდ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ 25 10 21

ფოთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა და შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“.როგორც კოალიციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ფოთში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა შეიქმნება. მისივე თქმით, ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში კარი სხვა პარტიებისთვის, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის ღიაა

მსგავსი სტატიები