სიახლე 

ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად ფოთში, პაატა ბურჭულაძე და ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდნენ 25 10 21

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და გაერთიანებული ოპოზიციის, ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს, ამჯერად ის ,,ახალ რაიონში’’, დევნილ მოსახლეობას შეხვდა, საარჩევნო პროგრამა მიმოიხილა, პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მეორე ტურში მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად ფოთში, პაატა ბურჭულაძე და ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდნენ ბურჭულაძის შეფასებით, სწორედ გიგი უგულავაა ის კანდიდატი, რომელიც ფოთელების ღირსეულ მერობას შეძლებს. ფოთში ყოფნისას,ბურჭულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა : ,,მან იმდენი კარგი საქმე გააკეთა, რომელიც არ გაუკეთებია არცერთ პრეზიდენტს და არცერთ სახელმწიფო მოღვაწეს საუკუნეების განმავლობაში.ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ მას, ,“- განაცახდა პაატა ბურჭულაძემ.მოსახლეობასთან შეხვედრებს, ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდა, მან გიგი უგულავას სრული ნდობა გამოუცხადა და ფოთელ მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა,როგორც ბურჯანაძე აცხადებს ფოთისთვის უგულავა საუკეთესო მერი იქნება და მეორე ტურში, ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია,რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. ,, დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ის ძალიან კარგი მერი იქნება, ყოველთვის ობიექტურად ვამბობდი,რომ ის ძალიან კარგი მერი იყო თბილისის’’- განაცხადა ბურჯანაძემ შეგახსენებთ,,რომ 30 ოქტომბერს,ფოთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება,რომელშიც ფოთის მერობისთის ოპოზიციისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საერთო კანდიდატი, გიგი უგულავა იბრძოლებს.

მსგავსი სტატიები