სიახლე 

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის,ფოთის პირველობა ჩატარდა 26 10 21

24 ოქტომბერს , ქალაქ ფოთის პირველობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, შაშში და ნარდში ჩატარდა.აღნიშნული ტურნირი შშმ პირთა საზოგადოებაში ადაპტირებას ემსახურება.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის,განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ,სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ შშმ პირებს, გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა – შშმ პირთა მონაწილეობით,საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება იგეგმება. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული პარაოლიმპიელები, დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები