ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების პრობლემები
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კეთილმოუწყობელი ეზო და ატალახებული, ავარიული გზა, რომელიც ყოველი წვიმის დროს ისე იტბორება, რომ გაუვალი ხდება. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში შესახლებული დევნილი ოჯახები წლებია ამ პრობლემებს უჩივიან. რა პასუხი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრეტენზიებზე და რის მოგვარებას პირდება შესაბამისი უწყება მათ, ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.