საწვავი ისევ გაძვირდა 02 11 21
საწვავის ფასი ისევ გაიზარდა.ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. პირველ ნოემბერს ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა თითქმის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას იწვევს.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების შეუსაბამობაა. აღსანიშნავია, ევროპაში მოსახლეობის ნაწილი გაზიდან დიზელისა და მაზუთის მოხმარებაზე გადავიდა, რაც, შეზღუდული მიწოდების პირობებში, კიდევ უფრო მეტად ზრდის ნავთობის ფასს.