სიახლე 

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში 03 11 21

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.თევზით მოვაჭრეები, ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ,როგორც ისინი აცხადებენ, კორსანტია მათ თევზის რეალიზაციას უკრძალავს, რადგან თავად აქვს თევზის მაღაზიები და არ სურს კონკურენციაა.

მოვაჭრეებმა დახმარებისთვის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრს   მიმართეს, თუმცა ბაზრის დირექტორმა, ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც მასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა, საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავის მხრივ, ბაზრის დირექტორი, ნოდარ კორსანტია ამბობს, რომ სამართალდამცავები მას შესაბამის დახმარებას ვერ უწევენ. აგრარული ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მისცემს თუ არა მოქალაქეებს იქ ვაჭრობის უფლებას მისი გადასაწყვეტია.

ამ წუთებში ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სიმშვიდეა . ადგილზე სამართალდამცველები რჩებიან.

მსგავსი სტატიები