,,ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში’’სასწავლო პროცესი იწყება 03 11 21
8 ნოემბერს, ,,ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში’’, 10-მდე პროფესიულ-საგანმანათლებლო, სასწავლო კურსის სწავლება იწყება. ,,ფოთის საზღვაო საწვრთნელი ცენტრი’’-ს ხელმძღვანელის ნინო ხორავას განცხადებით საგანმანათლებლო პროგრამებზე 315 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან,215 ჩაირიცხა და თითოეულ მათგანს,სწავლას,სახელმწიფო სრულად უფინანსებს. აღსანიშნავია,რომ თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.სასწავლო საწვრთნელი ცენტრი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.ცნობილია, რომ პროფესიულ კურსებზე მიღების შემდეგი ეტაპი, 2022 წლის ზაფხულიდან გამოცხადდება,აღსანიშნავია,რომ სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.