ფოთში ნიჩბოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 08 11 21
6-7 ნოემბერს, ფოთში მდინარე კაპარჭასა და ოქროს ტბაზე, საქართველოს პირველობა 2009-2010 წლებში დაბადებულ ნიჩბოსანთა შორის და საქართველოს ჩემპიონატი, ზრდასრულებში, კანოეთ და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობა დუშეთის , მცხეთის ქუთაისის , ბათუმის, თბილისის და ფოთის გუნდებმა მიიღეს. ასევე, პირველობა გაიმართა 200 ,500 და 1000 მ. დისტანციის ცურვით დაფარვაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთადაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა ფოთელ ნიჩბოსნებს შეხვდა წარმატებები უსურვა. ტიბუას განცხადებით : აღნიშნული ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია ფოთისთვის, მიღწეული წარმატება კი საამაყო.აღსანიშნავია,რომ მსგავსი სახის შეჯიბრებები, ფოთში სამომავლოდაც იგეგმება.