ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 04 11 21

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 206 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი.გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი.დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 46 615. დღიურად აცრილია 3 469უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს.საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება.ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობას, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ბუსტერად არის მიჩნეული. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების ეფექტურობა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეპიდვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს გამოეხმაურა. „აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. სხვა ყველა პუნქტში პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე ამისთვის მადლობა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა: რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, საჯარო სივრცეებში შესვლისთვის კოვიდპასპორტის შემოტანა დაწესდეს, აუცრელი ადამიანებისთვის კი მკურნალობა ფასიანი გახდესდღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 228 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 47.

მსგავსი სტატიები