პრემიერის ინიციატივით, სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებები გახორციელდა 09 11 21
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, ორ ნოემბერს ცვლილება შევიდა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ზურაბ ტიბუას ვესაუბრეთ, როგორც ის აღნიშნავს, სტიპენდიიის დანიშვნა იქნება ძალიან დიდი მოტივაცია სპორტსმენთათვის, მიაღწიონ არაერთ წარმატებას. ინტერვიუ დადგენილებაში სტიპენდიების ოდენობა ასე განისაზღვრა: ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 ლარი; ბრინჯაოს მედლის მფლობელებს კი 500 ლარი.