სიახლე 

დღეს გუნდ ,,ჭაბონამა”-ს და ,,ნაბადა”ს ფეხბურთელები სიგელებით დაჯილდოვდნენ 09 11 21

დღეს ფოთის მერიაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა მერიის წარმომადგენლებთან ერთად საფეხბურთო გუნდ ,, ნაბადა“-ს და ,,ჭაბონამა“-ს ფეხბურთელებს შეხვდა.შეხვედრისას,განიხილეს გუნდების მიერ მიღწეული წარმატებები და საჭიროებები- როგორიცაა ფეხბურთის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშის უფლება. სპორტის სამსახურის უფროსმა ფეხბურთელებს, აღნიშნული საკითხის დროულად მოგვარებას დაპირდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.აღსანიშნავია რომ, საფეხბურთო გუნდმა ,, ნაბადა’მ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ ჩემპიონატზე სამოყვარულო ფეხბურში 11×11ზე წარმატებას მიაღწია. გუნდი ,, ჭაბონამა“ კი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ მასტერ ლიგის 7X7ზე ჩემპიონატის გამარჯვებულია. გუნდები ფოთის მერიაში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები