სიახლე 

ესეების კონკურსი – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ გამოცხადდა 10 11 21

მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსი – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მავნე ჩვევებისა და ქცევითი დამოკიდებულების (ადიქციის) თავიდან აცილების ხელშეწყობა.კერძოდ, ადიქციისთვის დამახასიათებელი ისეთი გამოვლინებების პრევენცია, როგორიცაა: კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.სასურველია, წარმოდგენილ ნაშრომებში აქცენტები გადატანილი იყოს პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანცირების პირობებში, მოზარდების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და კომპიუტერულ თამაშებზეფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით :კონკურსის ფარგლებში VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან ესეებს და გადმოსცენ თავიანთი შეხედულებები, თუ როგორ ესმით ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, როგორ უნდა დაიცვას მოზარდმა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, რომ მოსწავლემ არ შეიძინოს მავნე ჩვევები და არ განუვითარდეს ქცევითი დამოკიდებულება.კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარებისა და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.

მსგავსი სტატიები