სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 11 21

საქართველოში კორონავირუსის 4 445 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 708 820 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს, რომლებსაც მოგზაურობისთვის “ფაიზერით” ვაქცინაცია სჭირდებათ, უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბუსტერ დოზაზე, 28 დღის შემდეგ კი გაიკეთონ “ფაიზერის” მეორე დოზაც.

თავად გამყრელიძემ, რომელიც 6 თვის წინ “სინოფარმით” აცრა, დღეს ბუსტერ დოზა სწორედ “ფაიზერით” გაიკეთა. მისივე თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში სერიოზულად არის გართულებული და პროცესს მხოლოდ ვაქცინაცია შეაკავებს. ქვეყანაში უკვე ამოქმედდა აცრების წამახალისებელი ღონისძიებები, რამაც, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის პროცესი “ოდნავ დაძრა” – ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს დილისთვის უკვე 7 ათასზე მეტი ვაქცინირებული. „ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია – ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც. „ ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს. 38 სოფელში გაიმართა ვაქცინაციის მარათონი და დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ახლა ამ მარათონის სახეცვლილება წარვადგინეთ წინა საბჭოზე. ამ სახეცვლილებაში გახლავთ სამი მიმართულება: ეს არის ორი მუნიციპალიტეტი (გურჯაანი და ოზურგეთი) სადაც გვინდა სწრაფად, ერთი თვის განმავლობაში გავიდეთ 60%-იან მოცვაზე განაცხადა გამყრელიძემ თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, ამტკიცებს, რომ ვირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვს, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდით დაავადებულების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 4 445ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 283შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 31

მსგავსი სტატიები