სიახლე 

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა პოსტერების კონკურსი ჩაატარა 12.11.2021

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა დღეს პოსტერების კონკურსის ,,იმოქმედე კლიმატისთვის, გააუმჯობესე მსოფლიოს მდგომარეობა“-ს გამარჯვებული   მოსწავლეები დააჯილდოვა,რომელშიც ფოთის  ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 მონაწილეებს პოსტერები უნდა შეექმნათ , რომელიც წარმოაჩენდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; ამავდროულად აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში თავიანთი ყოველდღიური ქმედებებით. კონკურსის შედეგად 3 გამარჯვებული გამოვლინდა.პირველ ადგილზე გასული მონაწილე – 200 ლარით (ბიბლუსის ვაუჩერი) მეორე ადგილი – 150 ლარი (ბიბლუსის ვაუჩერი) ხოლო მესამე ადგილი – 100 ლარით  (ბიბლუსის ვაუჩერი) დასაჩუქრდა.

შეგახსენებთ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთმა , გლობალური კამპანიის Go Green ფარგლებში, გარემოსდაცვისა და კლიმატის ცვლილების თემაზე, პოსტერების კონკურსი ჩაატარა.

მსგავსი სტატიები