ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო 15 11 21
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. პროექტი საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას; საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას; ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას; მისასვლელი გზების და სანიაღვრე არხების მოწყობასა და ღობეების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპიროს 2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდა სავარჯიშო ზონები-ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი და მოეწყო ვეტერანთა სახლიამასთან კუნძულის სანაპირო ზოლზე დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტის მოწყობა იგეგმება. ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის,იაგო რომანაშვილის განცხადებით : ინფრასტრუქტურული განახლება და მოწესრიგებული სივრცეები ქალაქს მეტ სიცოცხლეს შესძენს და დადებითად აისახება ტურიზმის მიმართულებაზე. აღსანიშნავია,რომ აღნიშნული პროექტის სამუშაოების ღირებულება 2 560 000 ლარს შეადგენს და კუნძულის სანაპირო ზოლის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.